თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად დაიღუპა

გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 20 წლის ქალს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სავარაუდოდ, გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგონა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.