ხანძარი იყო თბილისში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე. ცეცხლი ორ ავტომობილს ეკიდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლი სავარაუდოდ ჯერ ერთ ავტომობილს გაუჩნდა, ხოლო შემდეგ გვერდით მდგომ მეორე ავტომობილზე გადავიდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.