თბილისში, ძმობის ქუჩაზე ხანძრისას არავინ დაშავებულა [ვიდეო]

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე სამსართულიან სახლში 500 კვ.მ. ფართი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა არის მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური, მათ შორის, გამგეობის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევენ.