თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
უწყების ცნობით, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა არის მობილიზებული.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.