თბილისში, ძმობის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ძმობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების გადმოცემით,
ცეცხლი სამსართულიან კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი გვერდით მდგარ სახლზეც გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.