თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ნაგვის ურნას გაუჩნდა, რის შემდეგაც იქვე მდგარ ავტომობილზე გადავიდა.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე.
ავტორი -
ვაკო ფარსადანიშვილი