თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დოლიძის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკვამლიანებაა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.