თბილისში, დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისში, დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება.
„10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.