თბილისში, დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

08:07, 18.03.2018

„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისში, დიდუბის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება.

„10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი