თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.