დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 20 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, სააკაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის, რიონჰესის, ბენდელიანის, იმერეთის, მანჯგალაძის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის, მრევლიშვილის, სანერგეს და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გობრონიძის, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, ლაზოს, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, მონასტრის, წყალსადენის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი –  11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მესხეთის, კობცოვის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ხარაბაძის, გომარეთის, წინანდლის, გუთნის, ივერიელის და ახმეტის ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სევანის, მარტყოფის, ფაღავას, ირბახის, გურჯაანის, ბოროდინის, ნასაკირალის, მახათას, სართიჭალის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას და ლომინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ზაქარიაძის, ამაშუკელის და აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, კვიჭიძის, ნოზაძის და ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ალექსეევკის დასახლების, გახოკიძის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.