გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 20 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ცინცაძის, სააკაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის, რიონჰესის, ბენდელიანის, იმერეთის, მანჯგალაძის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის, მრევლიშვილის, სანერგეს და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, გობრონიძის, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას, ლაზოს, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, მონასტრის, წყალსადენის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მესხეთის, კობცოვის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ხარაბაძის, გომარეთის, წინანდლის, გუთნის, ივერიელის და ახმეტის ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სევანის, მარტყოფის, ფაღავას, ირბახის, გურჯაანის, ბოროდინის, ნასაკირალის, მახათას, სართიჭალის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას და ლომინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ზაქარიაძის, ამაშუკელის და აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, კვიჭიძის, ნოზაძის და ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ალექსეევკის დასახლების, გახოკიძის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.