თბილისში, ბამბის რიგში ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, შენობიდან დროულად მოხდა ხალხის ევაკუაცია და დაშავებულები არ არიან.