თბილისში, ბამბის რიგში ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე ხანძარია

22:28, 05.10.2019

თბილისში, ბამბის რიგში ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, შენობიდან დროულად მოხდა ხალხის ევაკუაცია და დაშავებულები არ არიან.

მსგავსი