თბილისში ბაგებში არსებული მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრის ღონისძიება გაიმართება
People in Need საქართველოს, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიასა და კავშირი-ასოციაცია „აგორასთან“ თანამშრომლობით თბილისში, ბაგებში არსებული მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრის ღონისძიება გაიმართება.
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და კავშირი ასოციაცია აგორა ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებას, მათ შორის პარტნიორობის პირობების დადგენისა და მეფუტკრეობის ცენტრის მუდმივი მხარდაჭერის შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ხელის მოწერის ცერემონიალში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით მონაწილეობას მიიღებს ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა.
„მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი (შემდეგში როგორც Bagebee-ის ცენტრი) აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში People in Need საქართველოს, კავშირი ასოციაციის „აგორასა“ და თბილისის მერიის პარტნიორობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.