თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრის ღონისძიება გაიმართა
თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრის ღონისძიება გაიმართა

საქართველოში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტომ და ასოციაცია „აგორამ“ პარტნიორობისა და მუდმივი მხარდაჭერის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თაფლი.

პროექტი „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში 2018-2020“ მიზნად ისახავდა საქართველოში მეფუტკრეობის სექტორის გაძლიერებას და მრავალფუნქციური რეგიონული მეფუტკრეობის ცენტრის გახსნას. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ჩეხეთის საელჩოს, თბილისის მერიისა და კავშირ-ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობით.

„თბილისის ტერიტორიაზე, ბაგებში ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, მერიისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით აშენდა ძალიან ლამაზი და კარგი შენობა – მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი. რეგიონული დავარქვით, რადგან ამ შენობის აშენებამდე ვთანამშრომლობდით რეგიონის მეფუტკრეთა გაერთიანებასთან როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში. ცენტრმა შეიძინა თვისება, რომ მეფუტკრეობაში რაღაც ახალი თქვას. ეს იქნება მეფუტკრეობაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ყველა ინოვაციის, რომელიც არსებობს დანერგვა, მეფუტკრეების დატრენინგება და სწავლება. ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა“, – ​განაცხადა ასოციაცია „აგორას“ დირექტორმა, თენგიზ სვანიძემ.