თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება
თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდება

თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ფერომონიანი დამჭერების განთავსება თბილისის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს.

დედაქალაქის მასშტაბით და შემოგარენ სოფლებში 250 მონიტორინგის სისტემის განთავსებაა დაგეგმილი.

შესაბამისი ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, თბილისის მერიასთან შეთანხმებით დაიგეგმება.

2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტროინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ათასი დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).