თბილისში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა 300 კვადრატული მეტრის ფართობი.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია.