თბილისში, ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა

09:10, 14.09.2018

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიწვა 300 კვადრატული მეტრის ფართობი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია.

მსგავსი