თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ბალახს და ხეებს უკიდია. მისივე ცნობით, ხანძრის ტერიტორიასთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.