თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ბალახს და ხეებს უკიდია. მისივე ცნობით, ხანძრის ტერიტორიასთან ახლოს დასახლებული პუნქტი არ არის.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.