თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დაჭრის ფაქტს ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტს რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.
როგორც პირველ არხს ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, ჩხუბი შუახნის მამაკაცებსა და ერთ ახალგაზრდას შორის მიმდინარეობდა, რა დროსაც, გასროლის ხმა გაისმა.
თვითმხილველის ცნობით, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი შუახნის მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
როგორც ცნობილია, პატრული 30 წლამდე მამაკაცს ეძებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 236-ე და 117 მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.