თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე დაჭრის ფაქტს ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ

17:47, 13.12.2017

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტს რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.

როგორც პირველ არხს ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, ჩხუბი შუახნის მამაკაცებსა და ერთ ახალგაზრდას შორის მიმდინარეობდა, რა დროსაც, გასროლის ხმა გაისმა.

თვითმხილველის ცნობით, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი შუახნის მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც ცნობილია, პატრული 30 წლამდე მამაკაცს ეძებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 236-ე და 117 მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მსგავსი