თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშებში მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა
რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად, მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის რვა ნიმუშში.
ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ისინი დაჯარიმდნენ და სურსათის რეალიზაციიდან ამოღება დაევალათ.
რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, დაუშვებელია, რძის ნაწარმი (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი, კარაქი და ა.შ) მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს.