ეროვნული ბანკი - სექტემბერში იმერული ყველი 16 პროცენტით, სულგუნი კი, 10 პროცენტით გაძვირდა
ეროვნული ბანკი - სექტემბერში იმერული ყველი 16 პროცენტით, სულგუნი კი, 10 პროცენტით გაძვირდა

მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასები 1.7 პროცენტით გაიზარდა.

როგორც ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ფასი ყველაზე მეტად ყველზე შეიცვალა. კერძოდ, იმერული ყველი 16 პროცენტით, სულგუნი კი, 10 პროცენტით გაძვირდა.

„ამ პროდუქტების გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიურ გამოხატულებაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა. კერძოდ, იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ ფილტრიან სიგარეტზე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები შესაბამისად 29 და 30 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ უფილტრო სიგარეტზე 26 პროცენტით. საერთო ჯამში, ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.