თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე, ებრაული მემკვიდრეობის ამსახველი ციფრული, აუდიო და მხატვრული მასალებია წარმოდგენილი.

პროექტში, საქართველოსთან ერთად ევროპის ექვსი ქვეყანა: ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, სერბეთი, რუმინეთი და პოლონეთი მონაწილეობს.

ღონისძიება, ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ახალი პროექტია, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით, Creative Europe – პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. გამოფენა 11 აპრილამდე გაგრძელდება.

„ეს არ არის მხოლოდ ღონისძიება და საერთაშორისო გამოფენა. ჩვენ ვუბრუნდებით სიცოცხლეს და ეს არის სტარტი. ისრაელის სახლისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი მუშაობის შედეგით, ჩვენ ჩამოვიყვანეთ შვიდი ევროპული ქვეყნის ევროპული წარმომადგენლები და დღეს ვატარებთ ებრაული მემკვიდრეობის გამოფენას საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის პირველი გამარჯვება. ჩვენ ორი წლის წინ 20 ევროპული ქვეყანა ჩამოვიყვანეთ საქართველოში და AEPJ-ის ფარგლებში ჩავატარეთ გენერალური ასამბლეა. ჩვენთვის დიპლომატია, კულტურული მემკვიდრეობა და საერთოდ კულტურა, ეს არის ნაციონალური კონსენსუსი და ჩვენ გვჯერა, რომ ამ სფეროში ყველა რჩება მოგებული. ჩვენ ამით ვაძლიერებთ ტურიზმს, ვაძლიერებთ ტურიზმს, არა მარტო ისრაელიდან, არამედ მსოფლიო ებრაელობიდან, ჩვენ გვჯერა, რომ ამ მიმართულებით მუშაობით, შევძლებთ ერთობლივად ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას“, – განაცხადა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის სიგრიდ ბრეტელის თქმით, ეს გამოფენა, არის 31 პროექტს შორის ერთ-ერთი, რომელიც შეირჩა საქარველოში

„ეს არის ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა. ჩვენ ვიცით, რომ საქარველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი, ინოვაციური არტისტი და ორგანიზაციაა, ეს არის იდეა, რომ დავეხმაროთ მათ და განვახორციელოთ კულტურული პროექტები საქართველოში. ეს ასევე მიზნად ისახავს პარტნიორობას, რომ მოხდეს ევროპელ პარტნიორებთან ჯგუფების შექმნა. აქ გვყავს ბევრი ევროპელი ქვეყანა, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გასაოცრად მდიდარი მემკვიდრეობის, ასევე ისტორიისა და კულტურის დახმარებას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა.