ეროვნულმა არქივმა ნიკო ნიკოლაძის იუბილეს სპეციალური გვერდი მიუძღვნა
ეროვნულმა არქივმა ნიკო ნიკოლაძის იუბილეს სპეციალური გვერდი მიუძღვნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წლისადმი მიძღვნილი მულტიმედიური ონლაინგამოფენა მოამზადა.

ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი 1843 წელს ქუთაისში დაიბადა. საქართველოს ეროვნული არქივი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მრავალფეროვან და საინტერესო მასალას ინახავს.

ონლაინგამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, წერილობითი დოკუმენტები, პერიოდული გამოცემები და წიგნები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს. ექსპონატებს შორისაა მისი დაბადების ჩანაწერი, პირველი პუბლიკაცია ჟურნალ „ცისკარში“, ჟურნალ „დროებაში“ გამოქვეყნებული სტატიების კრებული, მოგონებები და სხვა.

გამოფენა ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ვებგვერდზე.