თბილისის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონში სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ), ლუბლიანასა და ტერევერკოს ქუჩების აბონენტებზე.
გლდანის რაიონში, ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის II მიკრორაიონსაც.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება.
ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირისა (ნაწილობრივ) და ონიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებზე.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ზემო ვეძისის დასახლების, ივანე ბერიტაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ბუდაპეშტის ქუჩების აბონენტებსაც.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება კანდელაკის ქუჩაზე.
ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩაზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეწყდება.
13:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზეც.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.