თბილისის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ფონიჭალის დასახლების, ქინძმარაულისა და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, სადგური „ლილოს“, ლილოს დასახლებისა და ქინძმარაულის ქუჩის აბონენტებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება აეროდრომისა და აეროპორტის დასახლებებში, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონში, შუამთისა და თრიალეთის ქუჩებზეც.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ტყიბულის, დომენტი ჟღენტის, გიორგი ირემაშვილის, გურამ ქუთათელაძის, ხვანჭკარის, ურეკის, საჩხერის, ჩარგლის, ცოდნისკარის, რამაზ ჩხიკვაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთევან მაღალაშვილისა და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

ჩუღურეთის რაიონში, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირებზე, გიორგი კვინიტაძის, უზნაძის, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავასა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ კოლმეურნეობის მოედნის, გორგასლის, ნადიკვარის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ვეკუას, ვაჩნაძისა და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივნისა და სოფელი დიღმის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კაპანელის, დელისის, ბერიტაშვილის, ნუცუბიძის, კვაჭაძის, გაზაფხულის, ნადარეიშვილის, კამანის, ინტენსიფიკაციის, დგებუაძის, ჯებაშვილისა და გვარამაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გელოვანის გამზირზე (ნაწილობრივ), სარაჯიშვილისა და გოძიაშვილის ქუჩებზე.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, ხევძმარის, შენგელიას, გმირ კურსანტთა, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, რომან ჭელიძის, ქერჩის, თემქის, კორინთას, შეშელიძის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, მარკ ბრონშტეინის, ხიზაბავრის, ილია ვეკუასა და აკაკი ვასაძის ქუჩების აბონენტებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.