თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების, გია რომელაშვილისა და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში ყაზბეგის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ჭილაძისა და გამრეკელის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, არსენას, ბესიკის, ყიფიანის, მესხის, ჭონქაძის, დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, აბესაძის, ლერმონტოვის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, აბო თბილელის, ბეთლემის, ხანძთელის, კუფტინის, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, საიათნოვას, სანავარდოს, სანაპიროს, ორბელიანის, მტკვრის, ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშილის, ფხოვის, გოგჩას, სულხანიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ჭონქაძის, მაჩაბელის, ლეონიძის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვირსალაძის, ჭანტურიას, აბაშიძის, ლარსის, კეკელიძის, ჩხეიძის, 8 მარტის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, რიწის, გოგებაშვილის, შანიძის, ბაშალეიშვილის, რჩეულიშვილის, ლაღიძისა და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

სამგორის რაიონში ვარკეთილი-3 ზემო პლატოზე, სამგორის დასახლებაში, თვალჭრელიძის, მაისურაძის, გახოკიძისა და ბერიაშვილის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის, მიქელაძის, ლუბლიანასა და ჭიაურელის ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

გლდანის რაიონში გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას ელექტროენერგია 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეუწყდება.

ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, თამარაშვილისა და გივი სვანიძის ქუჩების აბონენტებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.