თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის შვიდ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონში რუსთაველის გამზირის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მაცხოვრებლებზე.

ისნის რაიონში ჩოლოყაშვილის I კვარტალში, ბერი გაბრიელ სალოსის, არტურ ლაისტის, ჯავადისა და მიკოლა ბაჟანის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზეც.

სამგორის რაიონში ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება.

გლდანის რაიონში გლდანის მასივის II მიკრორაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაიონს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ხევძმარისა და შეშელიძის ქუჩებზეც.

ჩუღურეთის რაიონში ელენე ახვლედიანის ხევისა და ელენე ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.

ვაკის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ხორავას, თარხნიშვილის, ინოლა გურგულიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვისა და გუდაურის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირსაც.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.