თბილისის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე ფარნავაზის გამზირის, ნოზაძის გამზირისა და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის აბონენტებს.
12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ იოსებიძის, ანა კალანდაძისა და შარტავას ქუჩებს.
12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება კოსტავასა და ბენდელიანის ქუჩებზე.
13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გამსახურდიას II კვარტალსა და ხვიჩიას ქუჩას.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირს, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, კაჭარავას, წერნაკის, ჰოლბრუკისა და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება წინანდლის ქუჩას.
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეუწყდებათ.
13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ შატბერიშვილის ხევისა და ჟვანიას ქუჩებს.
გლდანის რაიონში, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.
სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, X მიკრორაიონების, შუამთისა და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
კრწანისის რაიონში, ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავისა და ხიდის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ რუსთავის გზატკეცილისა (ნაწილობრივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.