თბილისის საქალაქო სასამართლოში მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე, რომელზეც ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია და მათთან სტუმრად ხშირად იმყოფებოდა. კალანდიების ოჯახთან ახლობლობას არც მორჩაძე უარყოფს, თუმცა მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.