თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების, ბეჟან ლორთქიფანიძისა და მორის მაჩალიკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების, მათ შორის ბეჟან ლორთქიფანიძის და მორის მაჩალიკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს განიხილავენ.
როგორც ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი ამბობს, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ლორთქიფანიძის ბრალეულობას ფაქტობრივად აქარწყლებს და ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.
„არანაირი სხვა მტკიცებულება არ არსებობს, არც მოწმის ჩვენება. ბეჟან ლორთქიფანიძის თვითმიზანი არ ყოფილა რომელიმე სამართალდამცველთან კონფლიქტში შესვლა. მისი ერთადერთი მიზანი იყო გადაერჩინა ის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა
სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატიც.