თბილისის საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას პირველ აგვისტოს გამოაცხადებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას პირველ აგვისტოს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, პირველ აგვისტოს გამოაცხადებს. სხდომა 10:00 საათზე ჩაინიშნა.

ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად დღეს გავიდა.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.