თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ კახიანის, ინწკირველის, წაღვერის, ქებურიას, ურიდიას, კისისხევის, ძმობის, წრომის, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, სტურუას, მიქატაძის, ინანიშვილის, ასათიანისა და მახალდიანის ქუჩებზე.

ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთისა და ვარდისუბნის ქუჩებს.

დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ჩაჩავას, ლუბლიანასა და ჭიაურელის ქუჩებზე.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს. კერძოდ, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხიზანიშვილის, გობრონიძის, ბოჭორიშვილისა და მოსულიშვილის ქუჩების აბონენტებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.