გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ), ანჯაფარიძისა და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებზე. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხებათ აღმაშენებლის ხეივნისა და დისევის ქუჩის აბონენტებს.
დიდგორის რაიონში, დაბა წავკისის, კოჯორის, ტაბახმელასა და შინდისის მაცხოვრებლებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ ელექტროენერგია.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონში. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება რუსთავის გზატკეცილზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.