თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს „წითელი ბარათი“ მაგიდებთან დაახვედრა და 7-9 მარტის აქციის დაშლა გააპროტესტა.