თბილისის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში, კოსტავას, მიროტაძის, ოჟიოსა და აფაქიძის ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელისა და ანდრო ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სიმონ ჩიქოვანის, ახალშენისა და იოსელიანის ქუჩებზე.

12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ფარნავაზის გამზირისა და პეტრიწის ქუჩებს.

15:30 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება პეტრე ქავთარაძის ქუჩას.

ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ღრმაღელის, ანაპის, ქსნის, ფეიქართა, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილისა და ვანათის ქუჩების აბონენტებზე.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სანზონის დასახლებისა და ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალში და გია რომელაშვილის ქუჩაზე.

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლებისა და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, ბაზალეთისა და აბაშიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება.

კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, იერუსალიმის მოედნის, პურის მოედნის, ტყავის ჩიხის, ღვინის ჩიხის, გრიგოლ ხანძთელის, ლესელიძის, ერეკლე მეორის, ვახტანგ ბერიძის, აბოვიანის, საიათნოვას, თუმანიანის, თორეთის, კოტე აფხაზის, აფხაზეთის, ილორისა და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლებზე.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ რუსთავის გზატკეცილის, გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩებს.

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის დასახლების I მიკრორაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეწყდება. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი 3-ის დასახლების IIIა მიკრორაიონს.

დიდგორის რაიონში, დაბა კიკეთს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.

გლდანის რაიონში, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვისა და ჭელიძის ქუჩებზე ელექტროენერგია 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.