თბილისის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, ცინცაძის, თამარაშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ჭილაძის, ქართველიშვილის, დელისის, ართმელიძის, ბერიტაშვილის, ვაზისუბნის, ლვოვის, ვახტანგ ჩიქოვანის, ყუშიტაშვილის, ალასანიას, მარუშიძის, ლომონოსოვის, შარტავას, იოსებიძისა და ანა კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისისა და პეტრიწის ქუჩების აბონენტებსაც.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება პეკინის გამზირზე (ნაწილობრივ), ფანჯიკიძისა და ტაშკენტის ქუჩებზე.
ნაძალადევისა და გლდანის რაიონებში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების, რომელაშვილის, ნიჟარაძის, ნუშის, ავშნის, მონადირესა და ფირცხალავას ქუჩების მაცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება გლდანის III მიკრორაიონს.
კრწანისის რაიონში, აჯიაშვილის, გორგასლის, სამღებროს, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, იერუსალიმის, ორპირის, საადის, გომის, სალმის, ძმები ზდანევიჩების, ბოტანიკის, აბანოს, ირგვლივის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, შუშინისა და მირზა შაფი ლაზახის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილისა და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩის აბონენტებზე.
13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩებს.
დიდუბის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოშარაულისა და აგლაძის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება დიღმის მასივის III კვარტალში, ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩებზე. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის V კვარტალსა და აღმაშენებლის ხეივანს.
ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილისა და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.