თბილისის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონის აბონენტებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება. საუბარია დიღმის მასივის III კვარტლის, რობაქიძის გამზირისა და ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლებზე.
სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, მოსკოვის გამზირის I კომპლექსის V კვარტლის, ჭიჭინაძისა და ცისკარიშვილის ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ, აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრის, ცაგარელის, ბურძგლას, შმიდტის, მიცკევიჩის, საირმის, ცინცაძის, ბოჭორიშვილის, შავგულიძისა და ნუცუბიძის ქუჩებს.
ასევე, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასათიანისა და დელისის ქუჩებს.
კრწანისის რაიონში, ხეივნისა და გორგასლის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირსა და დაბა წყნეთში.
გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ, გლდანის მასივის VII მიკროაიონის, გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა შეეხებათ ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის, არბოსა და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, ბეთანიის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვესეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გალავნის, ბზიფის, თეძამის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რაზიკაშვილის, გუმბრის, გედევანიშვილის, რუისპირის, ნაქერალის, შაქრიანის, შილდის, მუჯირიშვილის, აბრამიშვილის, მრევლიშვილისა და ოძისის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.