თბილისის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. კერძოდ, ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის, სანერგე მეურნეობის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზაქარაიას, ჟღენტის, სართანიას, კამალოვის, ზედაუბნის, ლოტკინის, კალიუჟინის, ინწკირველის, თამარაშვილის, ენისელის, მაღაროს, წერონისის, კლდეკარის, სუვოროვის, ლამისყანის, ხერთვისის, ორბეთის, ნაქალაქევის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, ჩოდრიშვილის, ხუდადოვის, კაჭრეთის, თოდრიას, გორდის, კლდეკარის, ლაითურისა და ზედამზის ქუჩებს. ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთისა და ხევისუბნის ქუჩების აბონენტებს.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, ამაღლების და ნიშნიანიძის ქუჩებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის II კვარტლისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ელექტროენერგია შეიზღუდება საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. საუბარია ზემო ვეძისის დასახლების, ფერცულიანისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე.
გლდანის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ. კერძოდ, მუხიანის I და II მიკრორაიონებისა და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ასევე, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის III და IIIა მიკრორაიონების, კეცხოველის და კერესელიძის ქუჩებს.
ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. ასევე, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონს ელექტროენერგიის შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება. საუბარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.