თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა
თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა

თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა, თბილისისა და რეგიონების მოსახლეობის ნაწილი კი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პირველი არხი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დაუკავშირდა, სადაც ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს არ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.