თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 5 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძისა და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, ხევძმარის, ახმეტელისა და ალეკო გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციისა და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, ჰუალინგის დასახლებისა და ლილოს დასახლების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიმიტრი გულიასა და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი ხეივნის II, III ქუჩების, დიდი ხეივნის, ხეივანის, ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ავლევის, დიმიტრი გულიას, ბადაგის, საბატონოს, ვლადიმერ წითლანაძისა და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ქსნისა და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯაფარიძის, ლევან ასათიანის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას, ოთარ ჩხეიძის, პეტრე ქავთარაძის, გაბაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.