თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 28 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირისა (ბაწილობრივ) და ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირისა (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ზურგოვანის, მისის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), მირიანაშვილისა და ახალციხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჯავახეთისა და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლუბლიანასა და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ​13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.