თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჭოპორტისა და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მოლითის, ჩარგლისა და ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის, სესილია თაყაიშვილის, ქინძმარაულის, ჩხიკვაძის, ნაკადულის, ჯამაგიძისა და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნორიოს, ქინქლაძის, გროზნოს, კიკვიძის, თეთნულდისა და პალიასტომის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარ მეფის გამზირისა და ვაგზლის მოედნის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ალუბლებისა და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბროსეს ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, შარტავას, გეგეჭკორის, ედიშერ მაღალაშვილის, მარიკა ბარათაშვილისა და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილისა და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.