თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-III V მიკრორაიონის, ჯავახეთის, ბზითაგორის, თრიალეთის, კალოუბნისა და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლებისა და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II კვარტლების, რომელაშვილისა და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, დედაენის პარკის, მშრალი ხიდის ტერიტორიის, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიის, ათონელის, სანაპიროს, 9 აპრილის, ხიდის, თაბუკაშვილის, ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ჯორჯიაშვილის, ნადიკვარის, ფხოვის, ხაზინის, ფურცელაძის, ვეკუას, ჭანტურიას, ვაჩნაძის, პუშკინის, ხიდისთავის, მტკვრის, ტელეგრაფისა და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, ვიქტორ კუპრაძისა და ლადო კოტეტიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის, ბუდაპეშტის, ამბროლაურის, სიმონ ჩიქოვანის, ქართველიშვილის, ონიაშვილის, ნუცუბიძის, იონა ვაკელის, ოთარ ჭილაძის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, ტაშკენტის, ზემო ვეძისისა და ლვოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიასა და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ოდიშელიძის, გაგარინის, იმედაშვილის, ისაკაძის, ჩერქეზიშვილის, სახოკიას, არდაზიანის, ოჩამჩირის, სოკრატ არშბას, ზემო ვეძისის, მგალობლიშვილის, დოლიძის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, ბზვანელისა და ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილისა და ლესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.