თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძისა და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისისა და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონისა (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირისა (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რობაქიძის გამზირისა (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.