თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძისა და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი -გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისისა და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონისა (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირისა (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რობაქიძის გამზირისა (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.