თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, როდენის, მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მონასტრის, წყალსადენის, ლაზოს, წერეთლის, კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, ვეკუას, ვასაძისა და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, ილორისა და ზარზმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის V მიკრორაიონისა და ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ოქროყანის დასახლების, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის, გრიშაშვილის, მელქაძის, მეფისაშვილის, ორთაჭალის, ბერძნის, მარტვილის, წინანაურისა და თორთლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კუკიის დასახლების, მარუაშვილის, წყაროს, აჭარის, სამშვილდოს, არგვეთისა და ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.